27 ქრონოსი

რა არის “ქრონოსი”?

      ქრონოსი არის ინფორმაციის  შენახვის  და ამ ინფორმაციის მატარებელი გამოსახულების გადატანა ობიექტზე, რისთვისაც ვიყენებთ QR ტექნოლოგიას.
ეს მომსახურება ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც აქვს სურვილი შეუზღუდავი დროით შეინახოს ინფორმაცია და ასევე ხელმისაწვდომი გახადოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
      მაგალითად,  სხვადასხვა კულტურის ძეგლებთან, შენობებთან, ტურისტებისთვის საინტერესო ადგილებში, გამოჩენილი ადამიანების საფლავებზე, მონუმენტებთან, მემორიალებთან გვხდება მცირე ზომის საინფორმაციო დაფები. ამ დაფებზე მოცემული აღწერა ხშირად ძალიან შეზღუდულია არასაკმარისი ადგილის გამო. სწორედ ამიტომ QR ტექნოლოგიის გამოყენებით და ინტერაქტიული ბაზის შექმნით შესაძლებელია შეუზღუდავი მოცულობის ინფორმაციის განთავსება მცირე ზომის ინფორმაციულ ქვაზე, იქნება ეს სურათები, ვიდოები, მუსიკა, ტექსტი, ქრონოლოგია და ნებისმიერი სხვა.
     ძალიან ხშირად ვინტერესდებით წარსულით. სიამოვნებით ვათვალიერებთ ძველ შავ -თეთრ სურათებს, ვიკვლევთ ძველ ნივთებს, აქსესუარებს, ტანსაცმელს. ყველას სახლში მოიპოვება ბაბთით შეკრული ალბომები, რომელსაც სახელდახელოდ ინახვდა ბებო. სამწუხაროდ სურათები იკარგება, ძველდება, მათი გაციფრულებაც არ არის მათი შენახვის გარანტია, რადგან ხშირად „ფლეშკებიც“ და დისკებიც  ზიანდება და იკარგება.  
     პროექტის მიზანია შეინახოს თითოეული ადამიანის უნიკალური ისტორია. ქრონოსის ბაზა განთავსებულია ქლაუდში (cloud - ღრუბლოვანი ტექნოლოგიები) Microsoft Azure- ზე, რაც უზრუნველყოფს მის მუდმივობას, ხელმისაწვდომობას და უსაფრთხოებას. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოიყენოს ეს სერვისი ისტორიის შესანახად, რომელიც გადაეცემა თაობებს.
      გადაეცით თაობებს „ბებოს ალბომი“, მოუყევით თქვენი, თქვენი წინაპრების და ახლობლების ისტორია და ჩვენ ვუზრუნველყოფთ მის მარადიულობას.

ქრონოსი - მარადიული ხსოვნისათვის ...

ქრონოსი საფლავებზე

   სასაფლაოს სტუმრობისას, ალბათ ყოველივე ჩვენგანს, სანამ ჩვენი მიცვალებულის საფლავამდე მივსულვართ, გაგვიხედავს და დავკვირვებივართ სხვის საფლავებს. დავკვირვებივართ სურათებს, წლებს. მაგრამ რა ვიცით ამ ხალხის შესახებ?! ზოგი გმირი იყო, ზოგი გამომგონებელი, პოეტი ან მუსიკოსი, ან ადამიანი, რომელიც უყვარდათ იმ უბრალო მიზეზის გამო რომ იყო ადამიანი. ზოგის საფლავი განსხვავებულია, ზოგის კი საერთოდ მივიწყებული...  
ჩვენი არსებობა კი სწორედ მაშინ მთავრდება, როცა ჩვენ აღარავის ვახსოვართ. ჩვენგან წასულებმა დატოვეს მოგონებები ჩვენს გულებში და ეს მოგონებები შევუნახოთ და გადავცეთ თაობებს.
  ქრონოსი გარდაცვლილი ადამიანების წარმომადგენლების თანხმობით ინახავს ინფორმაციას გარდაცვლილის შესახებ: ისტორია მისი ცხოვრების შესახებ, აღსანიშნავი ფაქტები, სურათები და ვიდეოები.  პატარა ზომის ქვა 10სმ x 10სმ,  მოთავსდება სასაფლაოზე და სასაფლაოზე მისულ პირებს საშუალება ექნებათ ქიუ არ წამკითხველი აპლიკაციის მეშვეობით, გახსნან ამ პიროვნების ვებ გვერდი და გაიგონ უფრო მეტი ამ ადამიანის შესახებ.

რა ღირს ქრონოსი? 


გთავაზობთ ინფორმაციული ქვა "ქრონოსი"-ს  3 ვარიანტს.

I ვარიანტი  "ქრონოსი 1" -  სურათი 6 ცალი , ტექსტი, სასაფლაოს მისამართი,შავი ფერის გრანიტის ქვა
II ვარიანტი " ქრონოსი 2" - სურათი 11 ცალი, ტექსტი,  სასაფლაოს მისამართი, ქვის ფერის არჩევანი
III ვარიანტი "ქრონოსი 3" - სურათი 16 ცალი, ტექსტი, ვიდეო, სასაფლაოს კოორდინატის აღება,ქვის ფერის არჩევანი + მონტაჟი, 1 წლიანი დაზღვევა 

დაგვიკავშირდით


ბელიაშვილის 8

თბილისი, საქართველო. 0163

ტელ: +995 032 2 880-990

ელ.ფოსტა: info@qronosi.ge