ქრონოსი საფლავებზე
სასაფლაოს სტუმრობისას, ალბათ ყოველივე ჩვენგანს, სანამ ჩვენი მიცვალებულის საფლავამდე მივსულვართ, გაგვიხედავს და დავკვირვებივართ სხვის საფლავებს. დავკვირვებივართ სურათებს, წლებს. მაგრამ რა ვიცით ამ ხალხის შესახებ?! ზოგი გმირი იყო, ზოგი გამომგონებელი, პოეტი ან მუსიკოსი, ან ადამიანი, რომელიც უყვარდათ იმ უბრალო მიზეზის გამო რომ იყო ადამიანი. ზოგის საფლავი განსხვავებულია, ზოგის კი საერთოდ მივიწყებული...
ჩვენი არსებობა კი სწორედ მაშინ მთავრდება, როცა ჩვენ აღარავის ვახსოვართ. ჩვენგან წასულებმა დატოვეს მოგონებები ჩვენს გულებში და ეს მოგონებები შევუნახოთ და გადავცეთ თაობებს.
ქრონოსი გარდაცვლილი ადამიანების წარმომადგენლების თანხმობით ინახავს ინფორმაციას გარდაცვლილის შესახებ: ისტორია მისი ცხოვრების შესახებ, აღსანიშნავი ფაქტები, სურათები და ვიდეოები. პატარა ზომის ქვა 10სმ x 10სმ, მოთავსდება სასაფლაოზე და სასაფლაოზე მისულ პირებს საშუალება ექნებათ ქიუ არ წამკითხველი აპლიკაციის მეშვეობით, გახსნან ამ პიროვნების ვებ გვერდი და გაიგონ უფრო მეტი ამ ადამიანის შესახებ.
რა ღირს ქრონოსი?
გთავაზობთ ინფორმაციული ქვა "ქრონოსი"-ს 3 ვარიანტს.
I ვარიანტი "ქრონოსი 1" - სურათი 6 ცალი , ტექსტი, სასაფლაოს მისამართი,შავი ფერის გრანიტის ქვა
II ვარიანტი " ქრონოსი 2" - სურათი 11 ცალი, ტექსტი, სასაფლაოს მისამართი, ქვის ფერის არჩევანი
III ვარიანტი "ქრონოსი 3" - სურათი 16 ცალი, ტექსტი, ვიდეო, სასაფლაოს კოორდინატის აღება,ქვის ფერის არჩევანი + მონტაჟი, 1 წლიანი დაზღვევა